„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№211
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.033.017101
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №211

2018 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/04/2017, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016955) დამტკიცებულ  დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პირველადი სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ქვედანაყოფები)

სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულებია (სტრუქტურული ქვედანაყოფებია):

ა)  სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტი;

გ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;

დ) საბიუჯეტო დეპარტამენტი;

ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

ვ) სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი;

ზ) საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტი;

თ) მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი;

ი)  სამინისტროს აპარატი;

კ) დავების განხილვის სამსახური;

ლ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

მ) ფისკალური რისკების მართვის სამმართველო;

ნ) სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველო.

მუხლი 9. მეორადი სტრუქტურული ერთეულები

1. პირველად სტრუქტურულ ერთეულებში (სტრუქტურულ ქვედანაყოფებში) შეიძლება შედიოდნენ მეორადი სტრუქტურული ერთეულები – სამმართველოები.

2. მეორადი სტრუქტურული ერთეულების სახელწოდება, მათი რაოდენობა სტრუქტურულ ქვედანაყოფში, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით.

3. სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ფასიანი ქაღალდების სამმართველო;

ბ)  ანალიტიკური სამმართველო;

გ)  ვალის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო;

დ) საინვესტიციო პროექტების სამმართველო;

ე) ევროინტეგრაციის და პროგრამების სამმართველო.

4. იურიდიული დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის სამმართველო:

ბ) პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო;

გ) სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველო.

5. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;

ბ) საფინანსო სამმართველო;

გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.

6. საბიუჯეტო დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საბიუჯეტო პოლიტიკის სამმართველო;

ბ) სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო;

გ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის ერთიანობის უზრუნველყოფის სამმართველო.

7. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ინსპექტირების სამმართველო;

ბ) მარწმუნებელი მომსახურების სამმართველო.

8. საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საგადასახადო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო;

ბ) საბაჟო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო;

გ) საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველო.

9. მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მაკროეკონომიკური ანალიზის სამმართველო;

ბ) ფისკალური პროგნოზირების სამმართველო.

10.  სამინისტროს აპარატის  მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

ბ) პროტოკოლისა და ორმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების  სამმართველო;

გ) საქმისწარმოების სამმართველო.

11. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადამიანური რესურსების შემადგენლობისა და მართვის სამმართველო;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და ანალიზის სამმართველო.“.

2. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IV

სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი“.

3. მე-10-მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება

სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.

მუხლი 11. ფასიანი ქაღალდების სამმართველო

ფასიანი ქაღალდების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელთან მიმართებაში;

ბ) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის, ევროობლიგაციების ემისიების მომზადებასთან, გამოშვებასა და განთავსებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;

დ) სახელმწიფო საშინაო ვალთან მიმართებაში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სახელმწიფო საშინაო ვალის ინსტრუმენტების პოპულარიზაცია და აღნიშნულ ინსტრუმენტებზე მოთხოვნის ზრდის სტიმულირება; აღნიშნული მიზნით სახელმწიფო ვალის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;

ე) გამოშვებული ფასიანი ქაღალდებიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრების განვითარების პროცესში მონაწილეობა;

ვ) ქვეყანაში ფინანსური ბაზრების განვითარების ტენდენციებზე დაკვირვება, ფასიანი ქაღალდების ემისიით მიღებული შედეგების ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობების ძიება და სახელმწიფო საშინაო ვალით მეტი სარგებლის მიღების მიზნით შესაბამისი ინიციატივების მომზადება.

მუხლი 12. ანალიტიკური სამმართველო

ანალიტიკური  სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის განსაზღვრაში მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის მიზნით;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელთან მიმართებაში;

გ) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის, ევროობლიგაციების ემისიების მომზადებასთან, გამოშვებასა და განთავსებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ვალის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის მიხედვით სახელმწიფო ვალის პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ვალის ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;

ი) საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება;

კ) ქვეყნის პარტნიორი დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მაღალი ხარისხის საინფორმაციო მომსახურება, მათთვის საინტერესო საკითხებზე დაზუსტებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა სახელმწიფო ვალის პორტფელთან მიმართებაში;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში კრედიტორების ფინანსური პირობების ანალიზში მონაწილეობის მიღება დაფინანსების ხელსაყრელი პირობების შერჩევის მიზნით;

მ) ქვეყანაში ფინანსური ბაზრების განვითარების ტენდენციებზე დაკვირვება, ფასიანი ქაღალდების ემისიით მიღებული შედეგების ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობების ძიება და სახელმწიფო საშინაო ვალით მეტი სარგებლის მიღების მიზნით შესაბამისი ინიციატივების მომზადება;

ნ) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ო) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა.“.

4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 121, 122 და 123 მუხლები:

„მუხლი 121. ვალის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო

ვალის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, მათ შორის, ევროობლიგაციების მომსახურებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;

გ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა ვალის მომსახურების მხრივ;

დ) სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;

ე) სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების პროცესში მონაწილეობა;

ვ) სახელმწიფო ვალის რეესტრის წარმოება და ანგარიშგება;

ზ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან სახელმწიფოს მიერ მიღებული კრედიტებისა და საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ საგარეო ფინანსური რესურსებიდან მიღებულ კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიების აღრიცხვა/ანგარიშგება;

თ) საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება;

ი) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში საქართველოს აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულებათა მოცულობების განსაზღვრა და დაგეგმვა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;

კ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში საქართველოს აქციონერობიდან/მეპაიეობიდან გამომდინარე ფინანსურ ვალდებულებათა მომსახურების პროცესში მონაწილეობა;

ლ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან გადასესხებული თანხების აღრიცხვა;

მ) საგარეო ფინანსური რესურსებიდან გადასესხების ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების განსაზღვრა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით;

ნ) სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან მიღებული სესხებით ან საგარეო კრედიტებზე გაცემული სახელმწიფო გარანტიებით მოსარგებლე საქართველოს ეკონომიკური აგენტების მიერ სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების ფინანსური მონიტორინგი;

ო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო საგარეო კრედიტებიდან გაცემული სესხებისა და სახელმწიფო გარანტიით გაცემული კრედიტების დაუბრუნებლობით წარმოქმნილი დავალიანების დარეგულირების პროცესში მონაწილეობა;

პ) ქვეყნის პარტნიორი დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მაღალი ხარისხის საინფორმაციო მომსახურება, მათთვის საინტერესო საკითხებზე დაზუსტებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა სახელმწიფო ვალის პორტფელთან მიმართებაში;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში კრედიტორების ფინანსური პირობების ანალიზში მონაწილეობის მიღება დაფინანსების ხელსაყრელი პირობების შერჩევის მიზნით.

მუხლი 122. საინვესტიციო პროექტების სამმართველო

საინვესტიციო პროექტების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა;

გ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის მიხედვით სახელმწიფო ვალის პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობა დაფინანსების მოზიდვის მხრივ;

დ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად ხელშეკრულებების (ან მათი ცვლილებების) მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;

ე) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი, აღრიცხვა და ანგარიშგება;

ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;

ზ) სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული საინვესტიციო პროექტების თანმდევი გრანტების აღრიცხვა;

თ) სამინისტროს მონაწილეობით გასაფორმებელი საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ი) ქვეყნის პარტნიორი დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მაღალი ხარისხის საინფორმაციო მომსახურება, მათთვის საინტერესო საკითხებზე დაზუსტებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საგარეო წყაროებიდან დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებსა და პროგრამებთან მიმართებაში;

კ) სამინისტროს სისტემისთვის დონორებთან ურთიერთობის ხელშეწყობა და კომპეტენციის ფარგლებში, ტექნიკური დახმარების მოძიებაში მხარდაჭერა.

მუხლის 123. ევროინტეგრაციის და პროგრამების  სამმართველო

ევროინტეგრაციის და პროგრამების  სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროების განსაზღვრაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) საგარეო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ფინანსური რესურსების მოცულობის განსაზღვრასა და დაგეგმვაში მონაწილეობა;

გ) სახელმწიფო ვალის სტრატეგიის მიხედვით სახელმწიფო ვალის პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობა დაფინანსების მოზიდვის მხრივ;

დ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი პროგრამების დასაფინანსებლად ხელშეკრულებების (ან მათი ცვლილებების) მომზადების, მოლაპარაკების გამართვის, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;

ე) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ქვეყნების ან მათი წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსებული პროგრამების განხორციელების ფინანსური მონიტორინგი, აღრიცხვა და ანგარიშგება;

ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამების დასაფინანსებლად საგარეო წყაროებიდან მისაღები და სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გასაცემი თანხების განსაზღვრისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;

ზ) სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული გრანტებისა და ტექნიკური დახმარებების პროექტების აღრიცხვა;

თ) სამთავრობათაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიების სხდომებისათვის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მომზადების კოორდინაცია;

ი) ქვეყნის პარტნიორი დონორების, კრედიტორებისა და ინვესტორების მაღალი ხარისხის საინფორმაციო მომსახურება, მათთვის საინტერესო საკითხებზე დაზუსტებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საგარეო წყაროებიდან დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებსა და პროგრამებთან მიმართებაში.“.

5. მე-14 მუხლის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, ასევე, სხვა უწყებებიდან შემოსული ხელშეკრულებების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება; ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება.“;

ბ) 1 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „2 - 4“  ქვეპუნქტები:

„მ2) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებთან, მათ შორის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის კოორდინაცია, მონაწილეობის მიღება შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში;

3) ამ მუხლის „მ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, იურიდიული დეპარტამენტის სხვა სამმართველოების მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

4) ამ მუხლის „მ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მეშვეობით წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება.“.

6. მე-15 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, ასევე, სხვა უწყებებიდან შემოსული  ხელშეკრულებების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება; ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება;“.

7. მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. VI თავის სათაური და მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI

საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი

მუხლი 18. საფინანსო-ეკონომიკური  დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება

საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.“.

9. 21-მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. 24-მუხლის  ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1-7ქვეპუნქტები:

„ო1) ბიუჯეტით გათვალისწინებული  პროგრამების/ქვეპროგრამების  ეფექტიანობის შეფასების სისტემის ჩარჩოს შემუშავება და დანერგვა;

2) დაინტერესებულ  მხარეებთან  (საბიუჯეტო  ორგანიზაციები,  სამოქალაქო  სექტორი,  კერძო  სექტორი  და სხვა) საკომუნიკაციო არხების აწყობა და ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ეფექტიანობის გაუმჯობესების თაობაზე წინადადებების და ინიციატივების მიღება და გაანალიზება;

3) ბიუჯეტით  გათვალისწინებული  პროგრამების/ქვეპროგრამების   განკარგვასთან  დაკავშირებულ მარეგულირებელ  აქტებში,  ხარჯვის  ეფექტიანობის  ამაღლების  მიზნით,  ცვლილებების  პროექტებზე წინადადებების მომზადება;

4) ბიუჯეტით გათვალისწინებული  პროგრამების/ქვეპროგრამების  ეფექტიანობის ზრდის მიმართულებებით სხვა ქვეყნებში არსებული მსგავსი პრაქტიკის შესწავლა, საქართველოში მათი დანერგვის მიზანშეწონილობის შეფასება და წინადადებების მომზადება;

5) საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის პროექტის და საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიის შემუშავება;

6)   საინვესტიციო   პროექტების   მართვის   სისტემის   დანერგვის   კოორდინირება   სახელმწიფო   ბიუჯეტის მხარჯავ დაწესებულებებში, ავტონომიურ რესპუბლიკებსა და მუნიციპალიტეტებში;

7) საინევესტიციო პროექტების შერჩევის პროცესში,  პროექტების საბოლოო შეფასების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიციების შეჯერების  მიზნით შექმნილი  სამუშაო ჯგუფის მუშაობის პროცესის ორგანიზება.“.

11. 25-მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1-4“  ქვეპუნქტები:

1) ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების  ხარჯვის ტენდენციებსა და მიღწეულ შედეგებზე დაკვირვება და რესურსების ეფექტიანი განკარგვის შესაძლებლობის გამოვლენა;

2) ბიუჯეტის გადასახდელების ანალიზი თემატურად გამსხვილებული ჯგუფების მიხედვით, შესაძლო გადაფარვების და რესურსების დაზოგვის შესაძლებლობების გამოვლენა;

3) საინვესტიციო   პროექტების   შეფასება   და   შერჩევაში   მონაწილეობა   დამტკიცებული   მეთოდოლოგიის თანახმად;

4) დამტკიცებული მეთოდოლოგიის  შესაბამისად შეფასებული საინვესტიციო პროექტების ნუსხის პროექტის მომზადება;“.

12. 26-მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1ქვეპუნქტი:

„თ1) საინვესტიციო   პროექტების   შეფასება   და   შერჩევაში   მონაწილეობა   დამტკიცებული   მეთოდოლოგიის თანახმად;“.

13.  30-მუხლი ამოღებულ იქნეს.

14. XI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XI. სამინისტროს აპარატი

15. 37-ე-39-მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 37. სამინისტროს აპარატის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება

სამინისტროს აპარატის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ მასში შემავალი სამმართველოები.

მუხლი 38. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვისა და ჩატარების ორგანიზება;

ბ) შესაბამისი კვლევის შედეგად მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა და მათთან მუშაობა, ასევე მათი შეხვედრის მომზადება ხელმძღვანელობასთან;

გ) სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის ყველაზე აქტუალური პრობლემების კვლევა და მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სამინისტროს და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზების განხორციელება;

დ) გეგმების შემუშავება მინისტრის, სამინისტროს ხელმძღვანელობის დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებისათვის;

ე) მინისტრის, სამინისტროს რეიტინგის კვლევა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში მონაწილეობის მიღება;

ზ) მინისტრის საჯარო გამოსვლების უზრუნველყოფა;

თ) სამინისტროს საინფორმაციო ბიულეტენის, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადების ორგანიზება;

ი) სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა;

კ) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ოპერატიულად ინფორმირება სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ;

ლ) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით უახლოეს პერიოდში გასატარებელი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავება;

მ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ნ) მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების შეგროვება, მათი გადარჩევა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გასავრცელებლად მომზადება;

ო) სატელევიზიო სპეცპროგრამების მომზადების ორგანიზება;

პ) პრესის მიმოხილვის და ანალიზის მომზადება.

მუხლი 39. პროტოკოლისა და ორმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო 

პროტოკოლისა და ორმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებთან, მისიებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ურთიერთობების და საერთაშორისო კავშირების კოორდინაცია;

ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის საპროტოკოლო ღონისძიებების კოორდინაცია;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების, მათი თანმხლები პირების საზღვარგარეთ მივლინებების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და საპროტოკოლო ღონისძიებების კოორდინაცია;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების, მისიების და საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, საპროტოკოლო ღონისძიებების კოორდინაცია, მათ შორის, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების დაგეგმვა, სტუმრების მიღება-გაცილება, მათი ტრანსპორტირების ორგანიზება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება;

ე) საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, უცხო ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა და სავიზო მომსახურების ორგანიზება;

ზ) წინადადებების მომზადება სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სიტემის ორგანოების მოსამსახურეთა საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართვის თაობაზე;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან თანამშრომლობა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა მიღების  ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

კ) საერთაშორისო და ორმხრივი საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია, მინისტრის გამოსვლებისა და შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია;

ლ) მინისტრის საკურატორო სფეროში არსებული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ნ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან და საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკონტროლო დავალებების, მინისტრის სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებებისა და მინისტრის ბრძანებების/დავალებების შესრულების კონტროლი;

ო) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;

პ) მინისტრის სათათბირო საბჭოს სხდომებისა და სამინისტროში გამართული თათბირების ორგანიზება, დადგენილი წესით;“.

16. დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 მუხლი:

„მუხლი 391. საქმისწარმოების სამმართველო:

საქმისწარმოების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქმისწარმოების პროცესის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი;

ბ) სამინისტროში შემოსული ოფიციალური კორესპონდენციის რეგისტრაცია, დამუშავება, ინფორმაციის შეყვანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სკანირება და მათი ხელმძღვანელობისთვის გადაცემა;

გ) მინისტრის და მინისტრის მოადგილეების რეზოლუციების შესაბამისად, დოკუმენტაციის გამრავლება-განაწილების უზრუნველყოფა;

დ) სამსახურებრივი და მოხსენებითი ბარათების რეგისტრაცია;

ე) სამინისტროში შემოსული მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება და რეგისტრაცია;

ვ) სამინისტროდან გასაგზავნი კორესპონდენციის რეგისტრაცია, ინფორმაციის შეყვანა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, სკანირება, მათი საექსპედიციო დამუშავება, რეესტრების გაფორმება და დაგზავნა;

ზ) სამინისტროს ბრძანებათა გაფორმება, რეგისტრაცია და მითითებული ადრესატებისათვის დაგზავნა;

თ) სამინისტროს სატიტულო ბლანკების (მათ შორის, მინისტრის მიერ პირადად ხელმოსაწერი და სარეზოლუციო ბლანკების), საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების, შტამპების და ჟურნალების შემუშავება, მათი შენახვა, დაცვა და გამოყენების კონტროლი;

ი) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება;

კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების სრულყოფის ხელშეწყობა, საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების პროექტების შემუშავება;

ლ) საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება – საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის, გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის უზრუნველყოფა;

მ) არქივის დაკომპლექტება სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მმართველობითი, სამეცნიერო-ტექნიკური, აუდიოვიზუალურ და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული დოკუმენტაციით, არქივის დოკუმენტების სამეცნიერო-საცნობარო აპარატის შექმნა და მისი სისტემური გაუმჯობესება;

ნ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დასაარქივებელი დოკუმენტების მოწესრიგებული სახით მიღება, მათი აღრიცხვა, გამოყენება და დაცვის უზრუნველყოფა; საარქივო საქმეთა ფორმირება და გაფორმების სისწორის შემოწმება, დოკუმენტებზე მუშაობისას სამინისტროს საჯარო მოხელეთა მეთოდიკური და პრაქტიკული დახმარება;

ო) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტების) სახელმწიფო შენახვისთვის გადასაცემად მომზადება, შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება, საორგანიზაციო-მეთოდიკურ ღონისძიებათა განხორციელება და გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;

პ) შემოსული დოკუმენტაციის ელექტრონულ მატარებლებზე გადატანისას (მათ შორის, ხელახალი ჩაწერა, ახალ ფორმატში კონვერსია, შეკუმშვა და სხვ.) მათი ავთენტურობის უზრუნველყოფა;

ჟ) მოთხოვნის შესაბამისად, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემის უზრუნველყოფა.“.

17. XIV თავი და 45-ე - 46-მუხლები ამოღებულ იქნეს.

18. 48-მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1ქვეპუნქტი:

„დ1) საინვესტიციო   პროექტების   შეფასება   და   შერჩევაში   მონაწილეობა   დამტკიცებული მეთოდოლოგიის თანახმად, ფისკალური რისკების გამოვლენის და შეფასების მიზნით, ასევე პროექტებთან მიმართებაში წარმოდგენილ ანალიზებში გამოყენებული დაშვებების მართლზომიერების ანალიზი;“.

19. XVI თავი და 49-ე-50-მუხლები ამოღებულ იქნეს.

20. XVII თავი და 51-ე-52-მუხლები ამოღებულ იქნეს.

21. XVIII  თავი და 53-ე-54-მუხლები ამოღებულ იქნეს.

22. XX   თავი და 57-ე-58-მუხლები ამოღებულ იქნეს.

23. XXI  თავი და 59-ე-მე-60 მუხლები ამოღებულ იქნეს.

24. XXII თავი და 61-ე-62-მუხლები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს  2018 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე