„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №01-6/39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-01-3/109
სარეგისტრაციო კოდი
010320020.33.058.016159
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის

ბრძანება №01-01-3/109

   

2023 წლის 28 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №01-6/39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №01-6/39 ბრძანებით (ვებგვერდი, 07/04/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010320020.33.058.016104) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.

2. მე-10 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საწარმოთა მართვისა და ქონების პრივატიზების დეპარტამენტი;“;

3. მე-11 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

დ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საფინანსო განყოფილება;“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საბიუჯეტო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირების განყოფილება;

ბ) რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანალიზის განყოფილება;

გ) ნაერთი ბიუჯეტის განყოფილება.“;

დ) მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ქონების მართვის განყოფილება.“;

ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საწარმოთა მართვისა და ქონების პრივატიზების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საწარმოთა მართვის განყოფილება;

ბ) ქონების პრივატიზების განყოფილება;

გ) ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების განყოფილება.“.

4. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება

ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების შემუშავებისა და დახვეწის უზრუნველყოფა, ასევე სამუშაო აღწერილობების შესაბამისად საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კომპეტენციების განსაზღვრა;

ბ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მონაცემების ელექტრონული აღრიცხვა, პირადი საქმეების დაცვა დადგენილი წესით, სამსახურის სტაჟის გამოანგარიშება;

გ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის განხორციელება, სასწავლო ტურების, სემინარების, კონფერენციების ჩატარებისა და მათში მონაწილეობის მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

დ) შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემების შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა, სისტემის მუშაობის მონიტორინგი და მის დახვეწასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ე) შესასრულებელ სამუშაოსთან სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების, ასევე საჯარო მოსამსახურეების შერჩევის სისტემის (სტაჟირება, პრაქტიკა, კონკურსი და სხვა) ჩამოყალიბების/დანერგვის ორგანიზება და განვითარების ხელშეწყობა;

ვ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება საჯარო მოსამსახურის დანიშვნის, საჯარო მოსამსახურის გადაყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების, მოვალეობის დაკისრების, შვებულების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებისა და სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების თაობაზე, ასევე შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;

ზ) სამსახურებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით თანამშრომელთათვის კონსულტაციების გაწევა;

თ) სამინისტროს ორგანიზაციულ-ინსტიტუციური განვითარების უზრუნველყოფა;

ი) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 და მე-151 პუნქტები:

„მუხლი 15. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ოპერატიულად ინფორმირება;

ბ) ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებისა და მათი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელების პროცესის მართვა;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროში დაცული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ასევე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

დ) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა;

ე) სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ვ) სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებთან თანამშრომლობა;

ზ) ოფიციალური დელეგაციების, სამუშაო შეხვედრების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება და საპროტოკოლო ღონისძიებების გატარება, მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

თ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 151 სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება

სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების განხორციელება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით კონკურსის პროცედურების წარმართვა. საკონკურსო პირობებისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;

ე) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;

ვ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენა;

ზ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების განხორციელება, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მიმართებაში;

თ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

6. მე-17 და მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება

საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) კონტროლი ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე;

გ) ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვა ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით;

დ) თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროული დარიცხვა და კონტროლი გაცემაზე;

ე) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო ოპერაციების შედეგად ანგარიშსწორებათა სრული და დროული აღრიცხვა;

ვ) არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა;

ზ) სამინისტროს აპარატის ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადებში მომზადება;

თ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების წლიური ფინანსური ანგარიშგების მიღება-შემოწმების უზრუნველყოფა და მეთოდური დახმარების გაწევა;

ი) კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების  მომზადება;

კ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 18. საფინანსო განყოფილება

საფინანსო განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს აპარატის ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;

ბ) სამინისტროს აპარატის ბიუჯეტის პროექტის, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შემუშავება, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სამინისტროს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად და საბიუჯეტო  დეპარტამენტში წარდგენა;

გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბიუჯეტის პროექტის, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შემუშავებასა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაზე კოორდინაცია;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოების (საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსების შემთხვევაში) ბიუჯეტის პროექტის, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შემუშავებასა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაზე კოორდინაცია;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტში სამინისტროს პრიორიტეტების ასახვის მიზნით, სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებთან ერთად, სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;

ვ) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი  დაწესებულებების და  ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვაში მონაწილეობის მიღება;

ზ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განმახორციელებელ ყველა რგოლთან კოორდინირებული თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის გაცვლის, ანგარიშგებისა და ბიუჯეტის შესრულების ანალიზის მიზნით;

თ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

7. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22. შიდა აუდიტის დეპარტამენტი

შიდა აუდიტის დეპარტამენტის ამოცანები, ფუნქციები და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებით, რომელიც მტიკცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.“.

8. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირების განყოფილება

რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირების განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება, საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტის მომზადება;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიხედვით განსაზღვრული ასიგნებების კვარტალების მიხედვით განწერის მომზადება;

გ) საბიუჯეტო შემოსულობების საპროგნოზო გაანგარიშება და ბიუჯეტის შემოსულობების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;

დ) მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ბრძანებების თანახმად, რესპუბლიკურ ბიუჯეტში მომხდარი ცვლილებების საფუძველზე, დაზუსტებული გეგმის შედგენა;

ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის თანახმად, მხარჯავი დაწესებულებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების შესახებ წინადადებების მომზადება;

ზ) რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირებისას მხარჯავი (საბიუჯეტო) დაწესებულებების განაცხადების მიღება და მათი განხილვა;

თ) რესპუბლიკური ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ი) რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსირებადი მხარჯავი დაწესებულებებისათვის საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

კ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

9. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი:

„მუხლი 241 რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანალიზის განყოფილება

რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანალიზის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და კოორდინაცია;

ბ) რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსირებადი მხარჯავი დაწესებულებების მიერ პროგრამების შესრულების ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მიღება-დამუშავება და ანალიზი;

გ) რესპუბლიკური ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება/კოორდინაცია;

დ) პრიორიტეტების კომისიის ორგანიზაციული და საინფორმაციო მხარდაჭერა,  კომისიის სამდივნოს ფუნქციის შესრულება;

ე) რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსირებადი მხარჯავი დაწესებულებებისათვის საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

ვ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

10. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. ნაერთი ბიუჯეტის განყოფილება

ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების პროექტის მომზადების კოორდინაცია, ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშების მიღება-დამუშავება;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი ფინანსური დახმარების მოცულობის განსაზღვრა;

გ) მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის წლიური ასიგნებებისა და შემოსულობების ყოველკვარტალური განწერის საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში გადასაცემი ფინანსური დახმარების განსაზღვრა;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შემოსულობების ყოველდღიური, ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური აღრიცხვა და ანგარიშების შედგენა;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

ვ) რესპუბლიკური ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ბრძანებების თანახმად, რესპუბლიკურ ბიუჯეტში მომხდარი ცვლილებების საფუძველზე, დაზუსტებული გეგმის შედგენა;

თ) მუნიციპალიტეტებისათვის საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

ი) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

11. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 მუხლი:

„მუხლი 311 ქონების მართვის განყოფილება

ქონების მართვის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) წინადადებების მომზადება კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის თაობაზე;

ბ) სახელმწიფო ორგანოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, რომელსაც ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება, სასყიდლიანი აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობაში გაცემაზე თანხმობის მიცემის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

გ) მუნიციპალიტეტისათვის/სახელმწიფოსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლი­კის/სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

დ) საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისას და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვისას თანხმობის გაცემისა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიების გატარება;

ე) სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების, ასევე უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ქონების მიღებასთან დაკავშირებით შემოსული დოკუმენტაციის განხილვა და სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვის/დარეგისტრირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორცილება;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადმოცემული ქონების კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით მიღება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად აღრიცხვა ან/და დარეგისტრირება;

ზ) დაინტერესებულ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე საკუთარი ინიციატივით, დაურეგისტრირებელი უძრავი ქონების მოძიება და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის მიზნით ღონისძიებების გატარება;

თ) წინადადებათა მომზადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე;

ი) წინადადებათა მომზადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ტოლფასი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ;

კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემასთან და ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადმოცემასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება;

ლ) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დამკავებელ პირთა ვინაობის გამოვლენა და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ინფორმაციის მიწოდება შემდგომი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ასევე შესაბამისი ორგანოების მიერ საკუთრების უფლების ხელყოფის აღკვეთის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და ფაქტობრივად გამოთავისუფლებული ფართების ჩაბარება;

 მ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ნ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

 12. მე-11 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XI. საწარმოთა მართვისა და ქონების პრივატიზების დეპარტამენტი“.

13. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 32. საწარმოთა მართვისა და ქონების პრივატიზების დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება

საწარმოთა მართვისა და ქონების პრივატიზების დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი განყოფილებები.

14. 33-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 მარტიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიჯაბა ფუტკარაძე