„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს N66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№ს-31
სარეგისტრაციო კოდი
010320000.33.058.016064
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/01/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება №ს-31

2014 წლის 23 იანვარი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს N66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს N66 ბრძანებაში (გაზეთი „აჭარა“ N124 (22.868), 01.09.2007 წ. გვ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების (დანართი 1):

ა) მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება.“;

ბ) 71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 71 სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება

სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ფუნქციებია:

ა)  სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ორგანიზება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (მასში ცვლილებების შეტანის) პროექტის შემუშავება;

გ) კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დამტკიცებული ანგარიშის ფორმების დროული წარდგენის უზრუნველყოფა;

დ)  მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ საბიუჯეტო დეპარტამენტის დებულების (დანართი 2):

ა) პირველი მუხლის 1.4, 1.5 და 1.6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.4 დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს სამინისტროს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირში, სამინისტროსა და ამ დებულების საფუძველზე.

1.5 დაპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქმიან ურთიერთობებს ამყარებს და თანამშრომლობს სხვადასხვა სამინისტროებთან, უწყებებთან, დეპარტამენტებთან, ცალკეულ დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.

1.6 დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მინისტრის მოადგილე.“;

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ბ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება, აგრეთვე, ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტის მომზადება;

გ) პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიზური მასალებისა და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;

დ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად მიმდინარე და მომდევნო წლის საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა;

ე) მხარჯავი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების განხილვა;

ვ) მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო განაცხადების მიღება და მათი განხილვა;

ზ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე წლიური საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გასაცემი თანხების შესახებ წინადადებათა მომზადება;

თ) დადგენილი წესის თანახმად მხარჯავი დაწესებულებებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება;

ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიხედვით განსაზღვრული ასიგნებებისა და შემოსულობების პარამეტრების კვარტალების მიხედვით განწერის მომზადება;

კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

ლ) რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსირებადი მხარჯავი დაწესებულებების მიერ პროგრამების შესრულების ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მიღება-დამუშავება;

მ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური  ბიუჯეტის ყოველკვარტალური მიმოხილვა და წლიური ანგარიშის მომზადება;

ნ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების პროექტების მომზადების კოორდინაცია და შესაბამისი ბიუჯეტების კვარტალური და წლიური შესრულებისა და ანგარიშების მიღება-დამუშავება;

ო) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სამინისტროებიდან, უწყებებიდან, ორგანიზაციებიდან და საწარმოებიდან მიღებულ წერილებზე, მოქალაქეთა განცხადებებზე პასუხების მომზადება, ზემდგომი ორგანოებისაგან მიღებულ დავალებებზე დასკვნების მომზადება;

პ) ცალკეული დავალებების, ასევე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“;

გ) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე სათანადო ინფორმაციები, დასკვნები და წინადადებები;“;

დ) მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

5.1 დეპარტამენტში შემავალი განყოფილებებია:

ა) რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირებისა და შესრულების ანალიზის განყოფილება;

ბ) ნაერთი ბიუჯეტის განყოფილება.

5.2 განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

მუხლი 6. რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირებისა და შესრულების ანალიზის განყოფილება

განყოფილების ფუნქციებია:

ა) რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირებისას მხარჯავი (საბიუჯეტო) დაწესებულებების განაცხადების მიღება და მათი განხილვა;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიხედვით განსაზღვრული ასიგნებების კვარტალების მიხედვით განწერის მომზადება;

გ) მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების თანახმად რესპუბლიკურ ბიუჯეტში მომხდარი ცვლილებების საფუძველზე დაზუსტებული გეგმის შედგენა;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ტექნიკური მითითებების, ინსტრუქციების, ფორმების რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსირებად დაწესებულებებზე დაგზავნა, აღნიშნულთან დაკავშირებით ინსტრუქტაჟის ჩატარება და პრაქტიკული დახმარება;

ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის თანახმად მხარჯავი დაწესებულებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების შესახებ წინადადებების მომზადება;

ზ) რესპუბლიკური ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის მომზადების მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;

ი) ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, დადგენილი წესის შესაბამისად, პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

კ) ავტონომიური რესპუბლიკის წლიური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ლ) რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსირებადი მხარჯავი დაწესებულებების მიერ პროგრამების  შესრულების ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მიღება-დამუშავება და ანალიზი;

მ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უწყებებიდან, ორგანიზაციებიდან მიღებულ წერილებზე, მოქალაქეთა განცხადებებზე პასუხების მომზადება და ზემდგომი ორგანოებიდან მიღებულ დავალებებზე დასკვნების მომზადება.

მუხლი 7. ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების ფუნქციები

განყოფილების ფუნქციებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების პროექტის მომზადების კოორდინაცია, ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულებისა და ანგარიშების მიღება-დამუშავება;

ბ) თვითმმართველობების მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის წლიური ასიგნებებისა და შემოსულობების ყოველკვარტალური განწერის საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში გადასაცემი ტრანსფერების მაჩვენებლების მოცულობების განსაზღვრა;

გ) საბიუჯეტო შემოსავლების საპროგნოზო გაანგარიშება;

დ) ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის ტერიტორიულ ჭრილში;

ე) დამტკიცებული გეგმის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანალიზი, ანალიზის საფუძველზე საბიუჯეტო შემოსავლების ყოველთვიური განწერის კორექტირების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტის მომზადება;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლების ყოველდღიური, ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური აღრიცხვა და ანგარიშების შედგენა;

ზ) სახელმწიფო გადასახადებიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების ეკონომიკური ნორმატივების შესახებ და გადასაცემი ტრანსფერტების თაობაზე წინადადებებისა და სათანადო ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

თ) ბიუჯეტით გაცემული კრედიტების დაბრუნების აღრიცხვა, კონტროლი, ვადაგადაცილებული სესხების დაბრუნებაზე წინადადებების მომზადება;

ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

კ) მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების თანახმად რესპუბლიკურ ბიუჯეტში მომხდარი ცვლილებების საფუძველზე დაზუსტებული გეგმის შედგენა;

ლ) თვითმმართველობის ორგანოებისადმი საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

მ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ტექნიკური მითითებების, ინსტრუქციების, ფორმების დაგზავნა თვითმმართველი ერთეულების საფინანსო ორგანოებისათვის, აღნიშნულთან დაკავშირებით ინსტრუქტაჟის ჩატარება და პრაქტიკული დახმარება;

ნ) რესპუბლიკური ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ო) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უწყებებიდან, ორგანიზაციებიდან მიღებულ წერილებზე, მოქალაქეთა განცხადებებზე პასუხების მომზადება და ზემდგომი ორგანოებიდან მიღებულ დავალებებზე დასკვნების მომზადება.“.

3. პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტი (დანართი 3);“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დებულების (დანართი 3):

ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტი“;

ბ.ბ) პირველი მუხლის 1.1, 1.2 და 1.3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.1 წინამდებარე დებულება განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) მუშაობის ორგანიზაციას, სტრუქტურას, საქმიანობის პრინციპებსა და სამართლებრივ საფუძვლებს.

1.2 დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს აპარატის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ჩამოყალიბებულია სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარატმენტისა და საინვესტიციო საინფორმაციო სამსახურის რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად.

1.3 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  ნორმატიული აქტებით.“;

ბ.გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საფუძველზე;

ბ) რეგიონის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის/ კონცეფციის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;

გ) ეკონომიკური კვლევების ჩატარება და შესაბამისი წინადადებებითა და რეკომენდაციებით  ანგარიშების მომზადება;

დ) რეგიონში მოქმედი საბანკო-საფინანსო და არასაბანკო-საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობის ანალიზი და შეფასება;

ე) რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან თანამშრომლობა საგრანტო და სასესხო პროექტების შემუშავების მიზნით და აღნიშნული სტრუქტურების მიერ განხორციელებული რეგიონული ეკონომიკური პროექტების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ზ) ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და ღონისძიებების გამოყენებით;

თ) არსებული და პოტენციური ინვესტორების მრავალმხრივი ინფორმაციული უზრუნველყოფა;

ი) საინვესტიციო პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა და პოტენციური ინვესტორებისათვის შეთავაზება;

კ) რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო საქმიანობის შედეგების აღრიცხვა და შეფასება;

ლ) შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია ეკონომიკური განვითარების საკითხებთან დაკავშირებით;

მ) მინისტრის ცალკეული დავალებების, ასევე, მოქმედი კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“;

ბ.დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტში შემავალი განყოფილებებია:

ა) ეკონომიკური ანალიზის განყოფილება;

ბ) ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილება.“;

ბ.ე) მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ეკონომიკური ანალიზის განყოფილების ფუნქციები

ეკონომიკური ანალიზის განყოფილების ფუნქციებია:

ა) რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საფუძველზე;

ბ) რეგიონის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის/კონცეფციის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;

გ) ეკონომიკური კვლევების ჩატარება და შესაბამისი წინადადებებითა და რეკომენდაციებით  ანგარიშების მომზადება;

დ) რეგიონში მოქმედი საბანკო-საფინანსო და არასაბანკო-საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობის ანალიზი და შეფასება;

ე) რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან თანამშრომლობა საგრანტო და სასესხო პროექტების შემუშავების მიზნით და აღნიშნული სტრუქტურების მიერ განხორციელებული რეგიონული ეკონომიკური პროექტების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ზ) შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია ეკონომიკური განვითარების საკითხებთან დაკავშირებით;

თ) ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების, ასევე, მოქმედი კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 7. ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილების ფუნქციები

ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილების ფუნქციებია:

ა) ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და ღონისძიებების გამოყენებით;

ბ) არსებული და პოტენციური ინვესტორების მრავალმხრივი ინფორმაციული უზრუნველყოფა;

გ) საინვესტიციო პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა და  პოტენციური ინვესტორებისათვის შეთავაზება;

დ) რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო საქმიანობის შედეგების აღრიცხვა და შეფასება;

ე) ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების, ასევე, მოქმედი კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

4. პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის დებულების (დანართი 4):

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფო (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზების ორგანიზება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თხოვნით, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება) და სახელმწიფო (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის, აუქციონის ფორმით პრივატიზების ორგანიზება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ სახელმწიფო (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, კერძოდ, აქციებისა და წილების, აუქციონის ფორმით პრივატიზების ორგანიზება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

დ) კანონით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ორგანიზება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თხოვნით, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება) პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ორგანიზება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, კერძოდ, აქციებისა და წილების, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელბა;

ზ) „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ორგანიზება;

თ) პირობებიანი ან უპირობო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის/გადაცემის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის/გადაცემის ფორმით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების (უძრავი ქონება, მოძრავი ქონება, აქციები და წილები) განკარგვასთან/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემასთან დაკავშირებით შემოსული საინვესტიციო წინადადებების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ი) „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული საინვესტიციო წინადადებების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების  შესახებ  საინვესტიციო პაკეტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისათვის;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ინვესტორების მოზიდვა და მოლაპარაკების პროცესის წარმართვაში მონაწილეობა;

მ) ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა და მისი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებათა კოორდინაცია;

ნ) დაინტერესებულ პირთათვის საპრივატიზებო ობიექტების დათვალიერე­ბის ორგანიზება;

ო) წინადადებების მომზადება კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის თაობაზე;

პ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, აუქციონის გარეშე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ჟ) კანონით დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულისათვის/ სახელმწიფოსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისას და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვისას თანხმობის გაცემის თაობაზე წინადადებათა მომზადება;

ს) სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების, ასევე უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ქონების კანონით დადგენილი წესით მიღება, სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვა ან/და დარეგისტრირება;

ტ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადმოცემული ქონების კანონით დადგენილი წესით მიღება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად აღრიცხვა ან/და დარეგისტრირება;

უ) მინისტრის ცალკეული დავალებების, ასევე, მოქმედი კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“;

ბ) მე-5 მუხლის 5.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.1 დეპარტამენტში შემავალი განყოფილებებია:

ა) ქონების მართვის განყოფილება;

ბ) ქონების პრივატიზების განყოფილება;

გ) საინვესტიციო პროექტების განხილვის განყოფილება.“;

გ) მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. ქონების მართვის განყოფილება

განყოფილების ფუნქციებია:

ა) წინადადებების მომზადება კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის თაობაზე;

ბ) წინადადებათა მომზადება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უძრავ ნივთებზე, მიკუთვნების პროცედურების განხორციელებისას, უფლებათა რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე;

გ) წინადადებების მომზადება სახელმწიფო ორგანოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, სასყიდლიანი აუქციონის ფორმით სახელმწიფო/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების სარგებლობაში გაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე, რომელსაც ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება კანონით დადგენილი წესით;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულისათვის/ სახელმწიფოსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისას და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვისას თანხმობის გაცემის თაობაზე წინადადებათა მომზადება;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების, ასევე უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ქონების მიღება, სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვა ან/და დარეგისტრირება;

ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადმოცემული ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად აღრიცხვა ან/და დარეგისტრირება;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაინტერესებულ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე საკუთარი ინიციატივით, დაურეგისტრირებელი უძრავი ქონების მოძიება და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის მიზნით ღონისძიებების გატარება;

ი) კანონით დადგენილი წესით წინადადებათა მომზადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე;

კ) წინადადებათა მომზადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ტოლფასი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ; 

ლ) განყოფილების უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებისა და კორესპონდენციის მომზადება;

მ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემასთან და ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადმოცემასთან დაკავშირებული მომზადებული ხელშეკრულებების, შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე ხელმოწერა;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეებისათვის, რომელთაც არ აქვთ ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომლებიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებენ, მოთხოვნის წარდგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში სარგებლობაში გადაცემის საფასურის, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/ აუდიტორული დასკვნის საფუძველზე) გადახდის თაობაზე, სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, მაგრამ არაუმეტეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრაციის მომენტიდან.

ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლისას, შესაბამისი ორგანოების მიერ საკუთრების უფლების ხელყოფის აღკვეთის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და ფაქტობრივად გამოთავისუფლებული ფართების ჩაბარება;

პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ სახელმწიფო ქონების დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ჟ) განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციებისა და დავალებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

მუხლი 7. ქონების პრივატიზების განყოფილება

განყოფილების ფუნქციებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფო (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზების  ორგანიზება და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თხოვნით, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება) და სახელმწიფო (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის, აუქციონის ფორმით პრივატიზების ორგანიზება და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; 

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფო (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, კერძოდ, აქციებისა და წილების, აუქციონის ფორმით პრივატიზების ორგანიზება და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;

დ) კანონით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელბა;

ე) კანონით დადგენილი წესი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თხოვნით, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება) პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელბა;

ვ) კანონით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, კერძოდ, აქციებისა და წილების, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელბა;

ზ) „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ორგანიზება;

თ) წინადადებების მომზადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ სახელმწიფო (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული) და მოძრავი ქონების (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული) სასყიდლით, აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; 

ი) განყოფილების უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებისა და კორესპონდენციის მომზადება;

კ) კანონით დადგენილი წესით, წილებისა და აქციების მართვის უფლებით აუქციონის ფორმით გადაცემის ორგანიზება;

ლ) ქონების უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გასაფორმებელი მომზადებული ხელშეკრულებების, შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე ხელმოწერა;

მ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე, აუქციონის გარეშე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების სარგებლობაში სასყიდლით ან უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ნ) განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.“;

დ) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71 საინვესტიციო პროექტების განხილვის განყოფილება

განყოფილების ფუნქციებია:

ა) საინვესტიციო განცხადებების განხილვა და წინადადებების მომზადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ სახელმწიფო (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზების  თაობაზე;

ბ) საინვესტიციო განცხადებების განხილვა და წინადადებების მომზადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თხოვნით, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება) და სახელმწიფო (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის, აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე;

გ) საინვესტიციო განცხადებების განხილვა და წინადადებების მომზადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ სახელმწიფო (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, კერძოდ, აქციებისა და წილების, აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე შემოსული საინვესტიციო განცხადებების განხილვა და წინადადებების მომზადება;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თხოვნით, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება) პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე შემოსული საინვესტიციო განცხადებების განხილვა და წინადადებების მომზადება;

ვ) წილებისა და აქციების მართვის უფლებით აუქციონის ფორმით გადაცემის თაობაზე შემოსული განცხადებების განხილვა და წინადადებების მომზადება;

ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის, კერძოდ, აქციებისა და წილების, პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე შემოსული საინვესტიციო განცხადებების განხილვა და წინადადებების მომზადება;

თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ სახელმწიფო (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული) და მოძრავი ქონების (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული) სასყიდლით, აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე შემოსული განცხადებების განხილვა და წინადადებების მომზადება;

ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების სარგებლობაში სასყიდლით ან/და უსასყიდლოდ აუქციონის გარეშე გადაცემასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების განხილვა და წინადადებების მომზადება;

კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების  შესახებ საინვესტიციო პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისათვის;

ლ) კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და საპრივატიზებო ობიექტების დათვალიერე­ბის უზრუნველყოფა;

მ) პრივატიზაციის პროცესისა და პროცედურების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;

ნ) განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.“.

5. პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის დებულების (დანართი 6):

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები

თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტი:

ა) უზრუნველყოფს სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) კონტროლს უწევს ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე;

გ) ახორციელებს ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვას ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით;

დ) უზრუნველყოფს მომუშავეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემლების დროულ დარიცხვას და მათ გაცემაზე კონტროლს;

ე) ახორციელებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო ოპერაციების შედეგად ანგარიშსწორებათა სრულ და დროულ აღრიცხვას;

ვ) მონაწილეობს არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში და ასახავს ინვენტარიზაციის შედეგებს ბუღალტრულ აღრიცხვაში;

ზ) უზრუნველყოფს დამტკიცებული ფორმით ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენას;

თ) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვას და არქივში ჩაბარებას;

ი) იძლევა დასკვნებს სამინისტროს დეპარტამენტებისა და განყოფილებების მიერ შემუშავებული წერილებისა და ინსტრუქციული მითითებების პროექტებზე იმ ნაწილში, რომელიც ეხება საბუღალტრო აღრიცხვასა და ანგარიშგებას;

კ) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კვარტალური და წლიური ბალანსების მიღება-შემოწმებას და მეთოდური დახმარების გაწევას;

ლ) ამზადებს და გასცემს პასუხებს სამინისტროებისა და უწყებების, საფინანსო და საგადასახადო ორგანოების, საწარმოების, საბიუჯეტო დაწესებულელების, ასევე მოქალაქეთა შეკითხვებზე, რომლებიც ეხება ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაციას და მეთოდოლოგიას;

მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და ამოცანებს.“;

ბ) მე-5 მუხლის 5.2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) განსაზღვრავს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფუნქციებს, კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას და ხელმძღვანელობს სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებას;“.

7. პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული სერტიფიცირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის დებულების (დანართი 9):

ა) პირველი მუხლის 1.3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N420 დადგენილებით;“;

ბ) მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა EUR-1-ის, პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი ფორმა-A-ს, პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი ფორმა CT-1-ისა და არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა;“;

გ) მე-6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კონკრეტული ბუნებრივი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის ვებგვერდზე www.eauction.ge და ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამქვეყნების უზრუნველყოფა;“;

დ) მე-7 მუხლის:

დ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი ფორმა EUR-1-ის დამოწმება და გაცემა;“;

დ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი ფორმა-A-ს დამოწმება და გაცემა;“.

8. პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 31 იანვრიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიდავით ბალაძე