ერთიანი სამთავრობო ქსელის აგებასა და გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის, ერთიანი სამთავრობო ქსელის შემდგომში შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისათვის მასში შემავალ უწყებებს შორის ერთიანი სტანდარტების შემუშავებისა და ,,ელექტრონული მთავრობის” სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობისათვის სამთავრობო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№409
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 7, 30/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №409

2007 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

ერთიანი სამთავრობო ქსელის აგებასა და გამართულ ფუნქციონირებასთან  დაკავშირებული  საკითხების კოორდინაციის, ერთიანი სამთავრობო ქსელის შემდგომში შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირებისათვის მასში შემავალ  უწყებებს  შორის  ერთიანი  სტანდარტების შემუშავებისა და ,,ელექტრონული მთავრობის” სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობისათვის სამთავრობო სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

1. ერთიანი სამთავრობო ქსელის აგებასა და გამართულ ფუნქციონირებასთან  დაკავშირებული  საკითხების კოორდი­ნა­ციის, ერთიანი სამთავრობო ქსელის შემდგომში შეუფერ­ხებელი და გამართული ფუნქციონირებისათვის მასში შემა­ვალ  უწყებებს  შორის  ერთიანი  სტანდარტების შემუშა­ვებისა და ,,ელექტრონული მთავრობის” სტრატეგიის შემუ­შავების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნას სამთავრობო სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბენდუქიძე – საქართველოს  სახელმ­წი­­ფო მინის­ტრი რეფორმების  კოორდინაციის საკით­ხებში, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი

გიორგი ახალაია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა  და  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი

ივანე გოჩიტაშვილი – ექსპერტი

ზაზა იტრიაშვილი – საქართველოს  იუსტიციის  სამი-ნისტროს ინფორმაციული ტექნო­ლო­გიებისა  და  კომუნიკაციების სამსახუ­რის უფროსი

გიორგი კაპანაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს მდგრადი განვითარების პრო­ექტების განმახორციელებელი საა­გენტოს საინფორმაციო-ტექნოლო­გიების სპეციალისტი

ილია მაღალაშვილი – ევროპულ  და  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის საკი­თ­­ხებში  საქართველოს სახელმწი­ფო მინისტრის აპარატის უფროსი

დავით ნატროშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების  მინისტრის  პირველი მოადგილე

ვარლამ ტყეშელაშვილი – ექსპერტი

გიგა უმეკაშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საინფორმაციო ტექნოლოგიე­ბის დეპარტამენტის უფროსი

დავით ცეკვავა – საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი

ეკა ყუბუსიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირ­გაბ-მულობისა და საინფორმაციო ტექნ­ო­ლოგიების დეპარტამენტის მთა­ვარი სპეციალისტი

გიორგი შუბითიძე – საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების სამინისტროს ფონდ „ირმის ნახტომის“ პროგრამის მენეჯერი

მიხეილ ჯანიაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექ­ნო­­ლოგიების დეპარტამენტის უფროსი.

2. სამუშაო ჯგუფმა უზრუნველყოს:

ა) ერთიანი სამთავრობო ქსელის აგებასა და გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდი­ნაცია;

ბ) ერთიანი სამთავრობო ქსელის შემდგომი შეუფერ­ხებელი და გამართული ფუნქციონირებისათვის მასში შემა­ვალ უწყებებს შორის ერთიანი სტანდარტების შემუშავება;

გ) ,,ელექტრონული მთავრობის” სტრატეგიის შემუშავე­ბისათვის ხელშეწყობა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                   ზ. ნოღაიდელი