„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №42
2005 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობაში მომხდარი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების გათვალისწინებით „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის № 76 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. განკარგულების პირველი პუნქტით შექმნილი კომისიის შემადგენლობა ჩამოყალიბდეს ახალი რადაქციით:
ზურაბ ნოღაიდელი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ალექსი ალექსიშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
გიორგი ბარამიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, კომი-სიის თავმჯდომარის მოადგილე
კახა ბენდუქიძე - საქართველოს სახელმწიფო მი-ნისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
თამარ ბერუჩაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელ-მწიფო მინისტრის მოადგილე
გიორგი გაბაშვილი - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნიკოლოზ გილაური - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
კონსტანტინე ზალდასტანიშვილი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროგაერთიანებასთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
კონსტანტინე კემულარია - საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი
ალექსანდრე ლომაია - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ივანე მერაბიშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
გიორგი პაპუაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიხეილ სვიმონიშვილი - საქართველოს სოფლის მეურ-ნეობის მინისტრი
არჩილ ყარაულაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სა-კითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კო-ორდინაციის სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი
ვალერი ჩეჩელაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ვლადიმერ ჭიპაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
გიორგი ხაინდრავა - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.
2. განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის სამდივნოს ფუნქციების შესრულება განახორციელოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა“.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.03.2005.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.03.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №42. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.03.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №42, 10.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.03.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2057509/