„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №192
2009 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №76 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
| ნიკა გილაური | - | საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე |
| კახა ბაინდურაშვილი | - | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| გიორგი ბარამიძე | - | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე |
| თამარ ბერუჩაშვილი | - | ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე |
| თინა ბურჯალიანი | - | საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე |
| იულონ გაგოშიძე | - | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში |
| ნიკა გვარამია | - | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| გრიგოლ ვაშაძე | - | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე |
| თემურ იაკობაშვილი | - | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი |
| ბაკურ კვეზერელი | - | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| ალექსანდრე კვიტაშვილი | - | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| თამარ კოვზირიძე | - | საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსი |
| ივანე მერაბიშვილი | - | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| ლაშა ჟვანია | - | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| ნიკოლოზ რურუა | - | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი |
| სალომე სამადაშვილი | - | საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში, ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი |
| კობა სუბელიანი | - | საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი |
| დავით ტყეშელაშვილი | - | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი |
| არჩილ ყარაულაშვილი | - | ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი |
| დიმიტრი შაშკინი | - | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი |
| გიორგი ხაჩიძე | - | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| ალექსანდრე ხეთაგური | - | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი.“; |
ბ) განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების თავმჯდომარეებსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური