„სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის საკითხების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის №829 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№174
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 03/03/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №174

2009 წლის 3 მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის საკითხების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის №829 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის საკითხების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის №829 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან ეტაპობრივი ჰარმონიზაციის, შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის განვითარების სტრატეგიის, ასევე, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლისა და შიდა აუდიტის კანონმდებლობის შემუშავების მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

 

პაპუნა პეტრიაშვილი

-

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

გელა ბერძენიშვილი

-

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე

თინა ბურჯალიანი

-

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

არჩილ გაგნიძე

-

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

ირაკლი გაჩეჩილაძე

-

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ლევან დავითულიანი

-

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

მარიამ ვალიშვილი

-

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე

დევი ვეფხვაძე

-

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე

ეკატერინე ზღულაძე

-

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

დავით ლომიძე

-

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

თამარ მარტიაშვილი

-

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსი მაჭავარიანი

-

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

ზაზა ნანობაშვილი

-

საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ანა ჟვანია

-

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

არჩილ შარვაშიძე

-

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გენერალური ინსპექციის უფროსი

გიორგი ჩალაძე

-

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

ლევან ჭოლაძე

-

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

დავით ხოსრუაშვილი

-

ქ. თბილისის მერიის საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსი.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიამ 2009 წლის ივლისამდე:

ა) შეიმუშაოს კანონპროექტი ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლისა და შიდა აუდიტის შესახებ“;

ბ) მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარადგინოს სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის სტრატეგიული განვითარების გეგმა.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვროს 1 წელი.“.

2. განკარგულება ძალაშია 2009 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური