„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №290 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№355
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 29/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №355

2012 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №290 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №290 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგიის მომხმარებლებისათვის ერთჯერადი ღონისძიების სახით შემოღებულ იქნეს ელექტროენერგიის ვაუჩერი – 20 ლარის ოდენობით; ხოლო დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები (რეგისტრირებული) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) ოჯახებისათვის, ელექტროენერგიის ვაუჩერის ნაცვლად ერთჯერადი ღონისძიების სახით გაიცეს ფულადი სოციალური დახმარება, ოჯახზე – 20 ლარის ოდენობით.“;

ბ) მე‑2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ელექტროენერგიის მომხმარებელი – №2 დანართით განსაზღვრული, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელი/აბონენტი, რომელმაც მიიღო საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 და 2011 წლის 17 დეკემბრის №2475 განკარგულებებით გათვალისწინებული შეღავათი ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად; ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოწოდებული, №3 დანართით განსაზღვრული ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელი დევნილთა ოჯახები;“;

გ) მე‑4 პუნქტის:

გ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) №3 დანართის შესაბამისად, დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები (რეგისტრირებული) დევნილთა ოჯახებისათვის 20 ლარის გაცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ამასთან, ამ ღონისძიების განხორციელებისათვის გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო სოციალური გასაცემლების თაობაზე შესაბამის საბანკო დაწესებულებასთან უკვე არსებული კონტრაქტი;“;

გ.ბ) „ე.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე.ბ) №3 დანართით განსაზღვრულ დევნილთა ოჯახებზე სათანადო თანხების (ერთ ოჯახზე 20 ლარი) გადარიცხვა შესაბამის საბანკო დაწესებულებაში; ამავდროულად, ამ დახმარების მიმღებად განისაზღვროს №3 დანართით განსაზღვრულ ოჯახში უხუცესი წევრი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ემთხვევა უხუცესი წევრების დაბადების თარიღი – მიმღებად განისაზღვროს რიგით პირველივე უხუცესი წევრი.“;

დ) მე‑6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) 38, 789 დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები (რეგისტრირებული) დევნილთა ოჯახების სია №3 დანართის შესაბამისად;“.

პრემიერ‑მინისტრი                                                             ნ. გილაური