„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის №1453 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1864
2012 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის2012 წლის 27 ივლისის №1453 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის №1453 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მუხური-თაიას და მონგირი-ახუთის საავტომობილო გზების, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ფახულანი-ჭყოუშის საავტომობილო გზის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფელ რიყის ცენტრთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის ცალკეული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის განხორციელების მიზნით – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი ;“;
ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კომპანიამ უზრუნველყოს ქ. წყალტუბოში შემდეგი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა:
ა.ა) კაფე №2 (სამი დათვი) შენობის რეაბილიტაცია;
ა.ბ) რუსთაველის ქუჩის №7-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია;
ა.გ) ავალიანის ქუჩის №1-ში მდებარე შენობის „სათაფლიის“ რეაბილიტაცია;
ა.დ) სუპერმარკეტ „წიწვების“ რეაბილიტაცია;
ა.ე) წყალტუბოს სტადიონის რეკონსტრუქცია;
ა.ვ) სს „ლიბერთი ბანკის“ შენობის ფასადის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია;
ა.ზ) ჰოსპიტლის მესერის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია;“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ვ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“;
დ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული, საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების შესყიდვას საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს წლიური ბიუჯეტით, შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.“.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი