„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№956
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021456
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №956

2016 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) პირველი პუნქტის „ე“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: გომისჯვარის, ლავრისხევის და წინარეხის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება და ამავე მუნიციპალიტეტის სოფლების: მეტეხის, ზემო ჩოჩეთის, გომის, ნიაბისა და ახალქალაქის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;“;

 „ი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: შრომისა და წვერმაღალას გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;“;

 „ლ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: დაბლაციხის, შუა ამაღლების, ამაღლებისა და სამების გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;“;

ბ) პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:

„ქ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებისათვის საჭირო მკვებავი გაზსადენის საპროექტო სამუშაოების შესრულება.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ეთხოვოთ ზესტაფონის, გურჯაანის, ზუგდიდის, ახმეტის, კასპის, გარდაბნის, წყალტუბოს, დუშეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ტყიბულის, გორის, მცხეთის, ლაგოდეხის, ხარაგაულის, ჩხოროწყუს, ვანის, მარტვილის,  თეთრიწყაროს, ადიგენისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების გამგეობებს, ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვების გაცემის მიზნით, საჭირო ქმედებების განხორციელება.“.

 

პრემიერ-მინისტრი                გიორგი კვირიკაშვილი