„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №75 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1555
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024293
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1555

2017 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №75 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №75განკარგულებაშიშეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წვერმაღალასა და ასკანას გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება;“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმას გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეთხოვოთ ხარაგაულის, ზუგდიდის, მარტვილის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ლაგოდეხის, ყვარლის, გარდაბნის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ამბროლაურის, ონისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების გამგეობებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვების გაცემის მიზნით საჭირო ქმედებების განხორციელება.“.

2. ამ განკარგულებით გაცემულ დავალებათა შესასრულებლად შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №75განკარგულების საფუძველზე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ დავალებული გაზიფიცირების პროექტების შესრულების მიზნით საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №75განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი და მის კაპიტალში შეტანილი თანხების ფარგლებში წარმოშობილი ეკონომიის    1 850 000 (ერთი მილიონ რვაას ორმოცდაათი ათასი) ლარის გამოყენება.

     

პრემიერ-მინისტრი                                               გიორგი კვირიკაშვილი