„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1804
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022170
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1804

2016 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი პუნქტის „ბ“, „ე“, „ჩ“ და „ც“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების: კალაურის, ვაჩნაძიანისა და კახიფარის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;“;

„ე) კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების: გომისჯვრის, ლავრისხევისა და წინარეხის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება და ამავე მუნიციპალიტეტის სოფლების: მეტეხის, ზემო ჩოჩეთის, გომის, ნიაბის, ახალქალაქის, დოესის, თელიანის, ზემო ხანდაკისა და მრგვალის ჭალას გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;“;

„ჩ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების: შიბლიანის, ზემო ყანდაურისა და უჯარმის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;

ც) ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების: თივის, შოროხის (სარუსო), ჩანტლისყურეს, საბუეს, ალმატის, შაქრიანისა და ზინობიანის გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება;“.

2. პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-2 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნისა და დაბა აბასთუმნის გაზიფიცირების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნისა და დაბა აბასთუმნის  გაზიფიცირებისათვის საჭირო მკვებავი გაზსადენის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება.“.

„5. ეთხოვოთ ზესტაფონის, გურჯაანის, ზუგდიდის, ახმეტის, კასპის, გარდაბნის, წყალტუბოს, დუშეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ტყიბულის, გორის, მცხეთის, ლაგოდეხის, ხარაგაულის, ჩხოროწყუს, ვანის, მარტვილის,  თეთრიწყაროს, ადიგენის, წალენჯიხის, სენაკის, თერჯოლის, სიღნაღის, საგარეჯოს, ყვარლისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების გამგეობებს, ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვების გაცემის მიზნით, საჭირო ქმედებების განხორციელება.“.

პრემიერ-მინისტრი                                                        გიორგი კვირიკაშვილი