საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1504
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017608
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1504

2014 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან უზრუნველყოს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის გამოყოფა და შესაბამისად, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კაპიტალის 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარით გაზრდა.

2. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ უზრუნველყოს, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №629, 2014 წლის 17 ივნისის №1097 და 2014 წლის 16 ივლისის №1256 განკარგულებებით გამოყოფილი და მის კაპიტალში შეტანილი თანხების ფარგლებში მორჩენილი ეკონომიით და ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხით სამტრედიის მუნიციპალიტეტში შემავალი, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლების (დაფნარი, საჯავახო, ვაზისუბანი, ჭოგნარი, ბუღნარა, ტოლები, ქვემო ნოღა, ზემო აბაშა, გორმაღალი, ქვაყუდე, ნიგორზღვა 1, პატარა ოფეთი, ქვემო აბაშა, დიდი ოფეთი, მტერჩვეული, დაბლაგომი, წიაღუბანი, მთისძირი, გომნატეხები, დობირო, ნიგორზღვა 2, კორეისუბანი, ზემო ნოღა, ნაწილოფეთი, თხილოვანი, კეთილაური, ცივწყალა, კორმაღალი, გომმუხაყრუა, დაბლა ეწერი, ზედა ეწერი) გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოების და ქალაქი ხონის სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება.

3. ეთხოვოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული სამუშაოების ნებართვის გაცემის მიზნით, საჭირო ქმედებათა განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

პრემიერ-მინისტრი                                      ირაკლი ღარიბაშვილი