საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №511
2016 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით,შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ უზრუნველყოს შემდეგი პროექტების განხორციელება:
ა) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძას სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება;
ბ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება.
2. ზემოაღნიშნული მიზნებისათვის, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზრუნველყოს საჭირო სახსრების გამოყოფა, ხოლო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს გამოყოფილი სახსრების შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კაპიტალში შეტანა.
3. ეთხოვოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვების გაცემის მიზნით, საჭირო ქმედებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.03.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“?
- „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 25.03.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №511. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021119.
- სად არის „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.03.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“, №511, 25.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021119 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3251442/