შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1067
2013 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2013-2014 წლების განმავლობაში უზრუნველყოს შემდეგი პროექტების განხორციელება:
ა) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების: აფენის, გიორგეთის, ქვემო ნაშოვარის, მაწიმისა და ფოდაანის სრული გაზიფიცირების მიზნით გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა;
ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარის სრული გაზიფიცირების მიზნით გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა;
გ) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების: დვანის, თამარაშენის, ტახტისძირისა და ღოღეთის სრული გაზიფიცირების მიზნით გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა;
დ) დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურის და დასახლებების - სახსტანდარტებისა და ვარდების მებაღეობის სრული გაზიფიცირების მიზნით გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა;
ე) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: განმუხურის, ანაკლიისა და ახალსოფლის სრული გაზიფიცირების მიზნით გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა;
ვ) მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის სრული გაზიფიცირების მიზნით გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა;
ზ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების ხირსასა და ულიანოვკას სრული გაზიფიცირების მიზნით გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა;
თ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების თოხლიაურის, ბადიაურის, ბოგდანოვკას, ქვემო ყანდაურას, ვერხვიანის, დიდი ჩაილურის, პატარა ჩაილურისა და მანავის სრული გაზიფიცირების მიზნით გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა.
2. ეთხოვოთ ლაგოდეხის, გურჯაანის, ქარელის, დუშეთის, ზუგდიდის, მარნეულის, სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების გამგეობებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ნებართვების გაცემის მიზნით საჭირო ღონისძიებათა განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი