შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №672
2012 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიისათვის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 37 01 04) გამოყოფილი ასიგნებებიდან 9 700 000 (ცხრა მილიონ შვიდასი ათასი) ლარი გადარიცხოს სახელმწიფოს 100%‑იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ კაპიტალის გასაზრდელად სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის, საექსპლუატაციო ღონისძიებების განხორციელების, საპროექტო და შესრულებული სამუშაოების საექსპერტიზო მომსახურების შესყიდვის მიზნით.
2. მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს 100%‑იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიას“ მიეცეს უფლება, განახორციელოს მაგისტრალური სარწყავი არხების პირველი და მეორე რიგის გამანაწილებლების, სარწყავი სისტემების შიდასამეურნეო ქსელების, ასევე სადრენაჟო სისტემების მაგისტრალური წყალგამყვანი არხის, პირველი და მეორე რიგის წყალშემკრები კოლექტორების, შიდასამეურნეო არხებისა (შიდასამეურნეო კვლების-ორნატი) და ქსელების სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო ღონისძიებები.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის შესაბამისად შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ კაპიტალის გაზრდა.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური