არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№535
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 28/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №535

2012 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის N565 განკარგულებით გორის მუნიციპალიტეტში ერთწლიანი კულტურების თანამედროვე ტექნოლოგიებით ორგანიზებული პირველადი წარმოების ღონისძიებათა დასაფინანსებლად შპს „მტკვარი-მ“-ისათვის გამოყოფილი 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან 764,225.91 (შვიდას სამოცდაოთხი ათას ორას ოცდახუთი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი) ლარი გადაირიცხოს ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ნიქოზში ერთწლიანი კულტურების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ორგანიზებული პირველადი წარმოების ღონისძიებათა განხორციელებისათვის.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „მტკვარი-მ“-ის კაპიტალში შესაბამისი ცვლილების განხორციელება.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ნიქოზში ერთწლიანი კულტურების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ორგანიზებული პირველადი წარმოების ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური