არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№121
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 24/01/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №121

2012 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით „სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციის“ქვეპროგრამით (პროგრამული  კოდი – 37 01 03) გამოყოფილი ასიგნებებიდან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხილისა და ბოსტნეულის  წარმოების განვითარებისათვის , სასათბურე მეურნეობის რეაბილიტაციისათვის, ექსტენციის სადგურების/კვლევითი ცენტრების დაფუძნების, მექანიზაციის სერვისცენტრების დაარსების, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების შექმნის და მარცვლეულის წარმოების ინტენსიფიკაციის ღონისძიებების დაფინანსების ათვის 2 1 000 000 (ოცდაერთიმილიონი) ლარის გადარიცხვაარასამეწარმეო (არაკომერციულ ი ) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3  პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული  საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების სახელმწიფოშესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდმა უზრუნველყოს ინფორმაციის მიწოდება ფონდის გამგეობის თავმჯდომარისთვის.

პრემიერ‑მინისტრი                                         ნ . გილაური