იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №995
2014 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
1. ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს 171 755 (ას სამოცდათერთმეტი ათას შვიდას ორმოცდათხუთმეტი) ლარი, წყალტუბოსა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ობიექტებში (ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში) შიდა ელექტრო გაყვანილობის ქსელების მოსაწესრიგებლად ჩასატარებელი სამუშაოების სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და შემდგომ, შესაბამისი სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვის უზრუნველყოფისათვის, საიდანაც:
ა) 5 000 (ხუთი ათასი) ლარი მიმართოს შიდა ელექტრო გაყვანილობის ქსელების მოსაწესრიგებლად ჩასატარებელი სამუშაოების სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისათვის;
ბ) 166 755 (ას სამოცდაექვსი ათას შვიდას ორმოცდათხუთმეტი) ლარი მიმართოს შიდა ელექტრო გაყვანილობის ქსელების მოსაწესრიგებლად ჩასატარებელი სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისათვის.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი