იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ობიექტში შიდა ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1114
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 22/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1114

2013 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ობიექტში შიდა ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელების თაობაზე

1.ქ. წყალტუბოში, ერისთავის ქ. №16-ში მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისათვის რეაბილიტირებულ ობიექტში შიდა ელექტროსამონტაჟო სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს 16 829 (თექვსმეტი ათას რვაასოცდაცხრა) ლარი.

2.„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ბ. ივანიშვილი