იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში სარემონტო სამუშაოების განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1803
2011 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში სარემონტო სამუშაოების განხორციელების შესახებ
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი – 34 03) მიმართოს 15 371 (თხუთმეტი ათას სამას სამოცდათერთმეტი) ლარი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად, კერძოდ:
ა) ძლიერი ქარის შედეგად ქ. ბორჯომში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის (შპს „ბორჯომის სამკურნალო საწარმო გაერთიანება“) დაზიანებული შენობის სახურავისა და აივნის ჭერის სარემონტო და მასთან დაკავშირებული საპროექტო, საექსპერტო, დეფექტური აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შედგენის სამუშაოების შესყიდვის მიზნით – 10 000 (ათი ათასი) ლარი;
ბ) ქალაქ თბილისში, ც. დადიანის ქ. №134‑ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის (პროფ. ტექ. ს/ს) სახურავის სარემონტო სამუშაოების მთლიანი ღირებულების თანადაფინანსების (20%) მიზნით – 5 371 (ხუთი ათას სამას სამოცდათერთმეტი) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში ჩატარების მიზნით, საჭირო მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური