საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ობიექტებზე ელექტრომომარაგების სამუშაოების განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №61
2012 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა განსახლების ობიექტებზე ელექტრომომარაგების სამუშაოების განხორციელების შესახებ
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 06) არა უმეტეს 192 000 (ას ოთხმოცდათორმეტი ათასი) ლარი მიმართოს „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ქალაქ თბილისში, ვაზისუბანში, №165 ბაგა-ბაღის, ჩარგლის ქ. №67-ში, ბაგებში, სტუდქალაქის მე-3 კორპუსის, ქერჩის ქ. №6-ში, კაიროს ქ. №22-სა და №26-ში მდებარე რეაბილიტირებული ობიექტების ელექტრომომარაგების სამუშაოების განხორციელების და მასთან დაკავშირებული დეფექტური აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო სამუშაოებისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს გაითვალისწინოს შესაბამისი დამატებითი ასიგნებების გამოყოფის საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური