სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1963
2012 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ
1 . საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ნება დაერთოს ს აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ს , „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან შესაბამისი თანხა მიმართოს:
ა) ქ. გორში, მეჯვრისხევის ქ. №24ბ-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში (№2 საბავშვო ბაღი) წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის;
ბ) ქ. თბილისში, ბაბუცუძის ქ. №12-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში (ყოფილი ხის გადამმუშავებელი ლიცეუმი) წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების და სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის;
გ) ქ. თბილისში, კაიროს ქ. №20-ში (ს/ს ტრანსმშენი), კასკადის ქ. №41-ში (ზაჰესის გამგ. შენობა), ძმები გარიშვილების ქ. №7-სა (მიწისქვეშმშენის შენობა) და კახეთის გზატკეცილის №25-ში (სამთო მექანიკის ინსტიტუტი) მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის;
დ) ქ. თბილისში, ბაბუცუძის ქ.№12-ში მდებარე შენობის დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში საცხოვრებელ ბინებად გარდაქმნის სამუშაოების განხორციელებისათვის.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების და მათთან დაკავშირებული დეფექტური აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შედგენის მომსახურების შესყიდვის შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვი ს საშუალებით .
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი