დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტზე ელექტრომომარაგების მიწოდების აღდგენის სამუშაოების განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1916
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 31/10/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1916

2012 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტ ზე ელექტრომომარაგების მიწოდების აღდგენის სამუშაოების განხორციელების შესახებ

1 . საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინის ტრო მ„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა ხებ“საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან არა უმეტეს25 000(ოცდახუთი ათა სი) ლარი მიმართოს ქალაქ თბილისში, გლდანის VII მ/რ‑ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტ ში (შპს „ერთობა“) მაღალი ძაბვის კაბელის გამოსაცვლელად საჭირო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული დეფექტური აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შესყიდვის მიზნით.

2 . „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირ თა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო სამუშაოებისა და მომსახურებ ის სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შეს ყიდვი ს საშუალები თ.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.

პრემიერ-მინისტრი            ბ . ივანიშვილი