დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №552
2013 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების შესახებ
1. ნება დაერთოს ს აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს 7 700 (შვიდი ათას შვიდასი) ლარი, ქ. ფოთში, მშვიდობის ქ. N8-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის(ყოფილი სასტუმრო „აიეტი“) სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შენობის მომიჯნავე ორსართულიანი გადასასვლელის ნაწილის დემონტაჟისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისა და სადემონტაჟო სამუშაოების შესყიდვისათვის.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვი ს საშუალებით .
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი