სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №308
2012 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ
1. ქალაქ თბილისში, გმირ კურსანტთა ქ. №22‑ში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახებისათვის შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულების თანადაფინანსების (30%) მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი: 34 02 06) მიმართოს 3330,55 (სამი ათას სამას ოცდაათი ლარი და 55 თეთრი) ლარი.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საჭირო მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.02.2012.
- როდის იქნა მიღებული „სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“?
- „სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“ მიღებულია 21.02.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №308. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.02.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“, №308, 21.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2294638/