საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №586
2013 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ
1. ნება დაერთოს ს აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი 34 02 02) მიმართოს 12 13 6 (თორმეტი ათას ას ოცდათექვსმეტი)ლარი ქ. თბილისში, გ. ბერიაშვილის ქ. №6-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მთლიანი ღირებულების თანადაფინანსების მიზნით, საიდანაც:
ა) 2 57 6 (ორი ათას ხუთას სამოცდათექვსმეტი) ლარი მიმართოს შენობის I და II სადარბაზოების შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულების 30%-ის ანაზღაურ -ებისათვის;
ბ) 9 560 (ცხრა ათას ხუთას სამოცი) ლარი მიმართოს შენობის ბრტყელი სახურავის შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულების 25%-ის ანაზღაურებისათვის.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორ-ციელოს გამარტივებული შესყიდვით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.06.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ“?
- „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ“ მიღებულია 21.06.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №586. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.06.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ“, №586, 21.06.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2218351/