იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№809
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 18/07/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№809

2013 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ

1. ნება დაერთოს ს აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი 34 02 02) მიმართოს 18 380 (თვრამეტი ათას სამას ოთხმოცი ) ლარი დევნილთა განსახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მთლიანი ღირებულების თანადაფინანსებისათვის, საიდანაც:

ა) ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. №42-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულების 30%-ის ანაზღაურებისათვის მიმართოს 11 467 (თერთმეტი ათას ოთხას სამოცდაშვიდი) ლარი;

ბ) ქ. თბილისში, ჩოლოყაშვილის ქ. №7/1-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის I და II სადარბაზოების შიდა რემონტის სამუშაოების მთლიანი ღირებულების 20%-ის ანაზღაურებისათვის მიმართოს 5 410 (ხუთი ათას ოთხას ათი) ლარი;

გ) ქ. თბილისში, ლიბანის ქ. №12-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის ქანობიანი სახურავის შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულების 20%-ის ანაზღაურებისათვის მიმართოს 1503 (ათას ხუთას სამი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვით.

პრემიერ-მინისტრი   ბ . ივანიშვილი