იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის გასატარებელ ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1113
2013 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის გასატარებელ ცალკეულ ღონისძიებათა შესახებ
1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, რეაბილიტირებული შენობების გარე საკანალიზაციო სისტემის, ბუნებრივი გაზისა და წყლის სისტემების მიერთებისა და ელექტროენერგიის სისტემის მოწყობისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 02) მიმართოს 30935 (ოცდაათი ათას ცხრაას ოცდათხუთმეტი) ლარი, საიდანაც:
ა) 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარი მიმართოს ქ. მარნეულში, 20 იანვრის ქუჩაზე მდებარე შენობის (ყოფ. ბაგა-ბაღი) ბუნებრივი გაზის გარე გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისათვის;
ბ) 1319 (ათას სამას ცხრამეტი) ლარი მიმართოს ქ. ქარელში, ვაჟა-ფშაველას ქ. №117-ში მდებარე შენობის (ყოფილი პროფესიული სკოლა) ბუნებრივი გაზის გარე გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისათვის;
გ) 5354 (ხუთი ათას სამას ორმოცდათოთხმეტი) ლარი მიმართოს ქ. ვანში, სოლომონ II-ის ქ.№2-ში მდებარე შენობის (ყოფილი პროფესიული სასწავლებლის შენობა):
გ.ა) წყალსადენის სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების (ჩართვის) საფასურის – 3400 (სამი ათას ოთხასი) ლარის ანაზღაურებისათვის;
გ.ბ) ბუნებრივი გაზის გარე გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების ღირებულების – 1954 (ათას ცხრაას ორმოცდათოთხმეტი) ლარის ანაზღაურებისათვის;
დ) 8 428 (რვა ათას ოთხას ოცდარვა) ლარი მიმართოს ქ. ზესტაფონში, უზნაძის ქ.№142-ში მდებარე შენობის (ყოფილი ცენტრალური საავადმყოფოს შენობა) ბუნებრივი გაზის გარე გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისათვის;
ე) 2 015 (ორი ათას თხუთმეტი) ლარი მიმართოს ქ. ზესტაფონში, რუსთაველის ქ.№2-ში მდებარე შენობის (ყოფილი ცენტრალური პოლიკლინიკის შენობა) ბუნებრივი გაზის გარე გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისათვის;
ვ) 5 869 (ხუთი ათას რვაას სამოცდაცხრა) ლარი მიმართოს ქ. თერჯოლაში, რუსთაველის ქ.№69-ში მდებარე შენობის (ყოფილი საავადმყოფოს შენობა) ბუნებრივი გაზის გარე გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისათვის;
ზ) 7 000 (შვიდი ათასი) ლარი მიმართოს ქ. ფოთში, მშვიდობის ქ.№8-ში მდებარე ახალი 4 (ოთხი) სართულიანი საცხოვრებელი სახლის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიერთების (ჩართვის) საფასურის ანაზღაურებისათვის.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი