იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1101
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 21/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1101

 2013 წლის 21 აგვისტო

 ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ

1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 02) მიმართოს 26 131 (ოცდაექვსი ათას ას ოცდათერთმეტი) ლარი, საიდანაც:        

ა) 1358(ათას სამას ორმოცდათვრამეტი) ლარი მიმართოს ქ. თბილისში, კაიროს ქ.№26-34-ში მდებარე შენობის I, II სადარბაზოების ბრტყელი სახურავის შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულების, 5 428, 77 (ხუთი ათას ოთხას ოცდარვა ლარი და სამოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის, 25%-ის ანაზღაურებისათვის;

ბ) 1698(ათას ექვსას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი მიმართოს ქ. თბილისში, გახოკიძის ქ. №6-ში მდებარე შენობის I სადარბაზოს ბრტყელი სახურავის შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულების, 6 790, 33 (ექვსი ათას შვიდას ოთხმოცდაათი ლარი და ოცდაცამეტი თეთრი) ლარის, 25%-ის ანაზღაურებისათვის;

გ) 2 204 (ორი ათას ორასოთხი) ლარი მიმართოს ქ. თბილისში, ვაზისუბნის დას., კვაჭანტირაძის ქ. №7-ში მდებარე შენობის (ყოფ. №118 ბაგა-ბაღი) ბრტყელი სახურავის შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულების 8 812, 61 (რვა ათას რვაას თორმეტი ლარი და სამოცდაერთი თეთრი) ლარის 25%-ის ანაზღაურებისათვის;

დ) 4884 (ოთხი ათას რვაას ოთხმოცდაოთხი) ლარი მიმართოს ქ. თბილისში, ი. პეტრიწის ქ. №1ა-ში მდებარე შენობის (ყოფ. №199 ბაგა-ბაღის) I, II სადარბაზოს ბრტყელი სახურავის შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულების 19 533, 85 (ცხრამეტი ათას ხუთას ოცდაცამეტი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარის 25%-ის ანაზღაურებასათვის;

ე) 4 453 (ოთხი ათას ოთხას ორმოცდაცამეტი) ლარი მიმართოს ქ. თბილისში, ალექსეევკის სამხ. დასახლებაში მდებარე შენობის I, II სადარბაზოს ბრტყელი სახურავის შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულების 17 811, 68 (ჩვიდმეტი ათას რვაას თერთმეტი ლარი და სამოცდარვა თეთრი) ლარის 25%-ის ანაზღაურებასათვის;

ვ) 2 045(ორი ათას ორმოცდახუთი) ლარი მიმართოს ქ. თბილისში, გლდანის დასახლება, VIII მ/რ-ში მდებარე შენობის (ყოფ. 148-ე ბაგა-ბაღი) შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულების 6 814, 86 (ექვსი ათას რვაას თოთხმეტი ლარი და ოთხმოცდაექვსი თეთრი) ლარის 30%-ის ანაზღაურებისათვის;

ზ) 4 453(ოთხი ათას ოთხას ორმოცდაცამეტი) ლარი მიმართოს ქ თბილისში, გლდანის დასახლება, VIII მ/რ-ში მდებარე შენობის (ყოფ. 148-ე ბაგა-ბაღი) ბრტყელი სახურავის შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულების 17 811, 76 (ჩვიდმეტი ათას რვაას თერთმეტი ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის 25%-ის ანაზღაურებისათვის;

თ) 5 036(ხუთი ათას ოცდათექვსმეტი) ლარი მიმართოს ქ. თბილისში, ჯიქიას ქ.№18-ში მდებარე შენობის საერთო სარგებლობის ხის, ქვის და ლითონის კიბეების აღდგენითი სამუშაოების მთლიანი ღირებულების 20 143, 59 (ოცი ათას ას ორმოცდასამი ლარი და ორმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის 25%-ის ანაზღაურებისათვის.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                                                ბ. ივანიშვილი