საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№785
2013 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ
1. ნება დაერთოს ს აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი 34 02 02) მიმართოს 37 355 (ოცდაჩვიდმეტი ათას სამას ორმოცდათხუთმეტი) ლარი დევნილთა განსახლების ობიექტების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მთლიანი ღირებულების თანადაფინანსებისათვის, საიდანაც:
ა)ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქ. N3-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მთლიანი ღირებულების თანადაფინანსების მიზნით მიმართოს 24 557 (ოცდაოთხი ათას ხუთას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი, კერძოდ:
ა.ა) 1 429 (ათას ოთხას ოცდაცხრა) ლარი მიმართოს შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულების 30%-ის ანაზღაურებისათვის;
ა.ბ) 1 502 (ათას ხუთას ორი) ლარი მიმართოს შენობის სართულშუა ნაპრალების შეკეთება-რეაბილიტაციის სამუშაოების მთლიანი ღირებულების 30%-ის ანაზღაურებისათვის;
ა.გ) 9 297 (ცხრა ათას ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი მიმართოს შენობის ბრტყელი სახურავის შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულების 25%-ის ანაზღაურებისათვის;
ა.დ) 12 329 (თორმეტი ათას სამას ოცდაცხრა) ლარი მიმართოს I და II სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოების მთლიანი ღირებულების 20%-ის ანაზღაურებისათვის;
ბ) ქ. თბილისში, წყნეთის გზატკეცილი კორპ. N5 მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის შესაკეთებელ სამუშაოებთან დაკავშირებული მომსახურების მთლიანი ღირებულების თანადაფინანსების მიზნით მიმართოს 12 798 (თორმეტი ათას შვიდასოთხმოცდათვრამეტი) ლარი, კერძოდ:
ბ.ა) 1228 (ათას ორას ოცდარვა) ლარი მიმართოს წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის პროექტის სამუშაოების მთლიანი ღირებულების 30%-ის ანაზღაურებისათვის;
ბ.ბ) 11570 (თერთმეტი ათას ხუთას სამოცდაათი) ლარი მიმართოს შიდა წყალ-კანალიზაციის შესაკეთებელი სამუშაოების მთლიანი ღირებულების 30%-ის ანაზღაურებისათვის.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი