საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №262
2012 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების
1. ქ. გორში, ყოფილი სისხლის გადასხმის ცენტრში მცხოვრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა 14 ოჯახის ათვის ბუნებრივი აირის მიწოდებისა და მომსახურების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 01) მიმართოს 7 947 (შვიდი ათას ცხრაას ორმოცდაშვიდი) ლარი, საიდანაც:
ა) დევნილთა ოჯახების აბონენტებად რეგისტრაციისა და ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების (შეჭრა-მონტაჟის) საფასურის გადახდისათვის – 560 (ხუთას სამოცი) ლარი;
ბ) შიდა დაქსელვითი სამუშაოების განხორციელებისათვის – 7 387 (შვიდი ათას სამას ოთხმოცდაშვიდი) ლარი .
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტი ს „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბუნებრივი აირის მიწოდებისა და მომსახურების მიზნით აბონენტად რეგისტრაციისა და ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების (შეჭრა-მონტაჟის) საფასურის ანაზღაურებ ა განხორციელდეს„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის № 12 დადგენილები თ დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე‑ 19 მუხლის მე‑ 17 პუნქტის „ა.გ“ქვეპუნქტის შესაბამისად (ერთ ოჯახზე (აბონენტი) ერთჯერადად 40 (ორმოცი) ლარი ს ოდენობით) .
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ცენტრალიზებულად განახორციელოს ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების (შეჭრა-მონტაჟის) საფასურის ანაზღაურება ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიებისათვის.
4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტი ს „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვი ს საშუალებით .
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური