რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №466
2012 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
1. 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად განსახლებული ოჯახების მიერ 2012 წლის მარტში ბუნებრივი აირის ხარჯის ანაზღაურებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 01) მიმართოს 275 000 (ორას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურების ლიმიტი ერთი ოჯახისათვის (აბონენტი) განისაზღვროს თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ოდენობით, ცენტრალიზებულად განახორციელოს ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიებისათვის.
4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელოს სათანადო ცვლილებები და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს გაითვალისწინოს შესაბამისი დამატებითი ასიგნებების გამოყოფის საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური