რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა უძრავი ქონების იდენტიფიკაციასა და აღრიცხვასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №516
2012 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა უძრავი ქონების იდენტიფიკაციასა და აღრიცხვასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია – ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა უძრავი ქონების კოსმოსურ სურათებზე აღრიცხვისა და იდენტიფიკაციის პროგრამის განხორციელების თაობაზე.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 01 05) მიმართოს 64 015 (სამოცდაოთხი ათას თხუთმეტი) ლარი.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა უძრავი ქონების იდენტიფიკაციასა და აღრიცხვასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა უძრავი ქონების იდენტიფიკაციასა და აღრიცხვასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.03.2012.
- როდის იქნა მიღებული „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა უძრავი ქონების იდენტიფიკაციასა და აღრიცხვასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა უძრავი ქონების იდენტიფიკაციასა და აღრიცხვასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 23.03.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №516. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა უძრავი ქონების იდენტიფიკაციასა და აღრიცხვასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა უძრავი ქონების იდენტიფიკაციასა და აღრიცხვასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“, №516, 23.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2289927/