დევნილთა გრძელვადიან განსახლებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2441
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 14/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2441

2011 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

დევნილთა გრძელვადიან განსახლებასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძუ­ლებით გადა­ად­გილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „სა­ქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანი­ზა­ციული კოდი – 34 05) მიმართოს 829 950 (რვაას ოცდაცხრა ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლა­რი „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევ­ნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორ­ციე­ლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებით დამტკიცებული „იძუ­ლებით გადაადგილებულ პირ­თა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სა­ხელ­მწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბა­მისად, იძულებით გადაად­გილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი გან­სახლების მიზნით, ქ. თბილისში, ქერჩის ქ. №6-ში მდებარე შენობის, როგორც დევნილთა საცხ­ო­ვ­რებელ სახლებად რეაბილიტაციის სამუშაო­ე­ბის შესყიდვისათვის.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუ­ხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუ­პირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, გან­სახ­ლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორ­ციელების მიზნით, საჭირო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები განა­ხორ­ციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური