დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტზე ელექტრომომარაგების სამუშაოების განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1340
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 13/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1340

2012 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტზე  ელექტრომომარაგების სამუშაოების განხორციელების შესახებ

1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 01) არა უმეტეს 4 000 (ოთხი ათასი) ლარი მიმართოს ქალაქ თბილისში, ფ. მოსულიშვილის ქ. №1-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში (კარტოგრაფიის საერთო საცხოვრებელი) ელექტრომომარაგების სამუშაოების განხორციელებისა და მასთან დაკავშირებული დეფექტური აქტების და ხარჯთა ნუსხების შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისათვის.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო სამუშაოებისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                     ივანე მერაბიშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტზე ელექტრომომარაგების სამუშაოების განხორციელების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტზე ელექტრომომარაგების სამუშაოების განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.07.2012.
როდის იქნა მიღებული „დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტზე ელექტრომომარაგების სამუშაოების განხორციელების შესახებ“?
„დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტზე ელექტრომომარაგების სამუშაოების განხორციელების შესახებ“ მიღებულია 13.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1340. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტზე ელექტრომომარაგების სამუშაოების განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.07.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტზე ელექტრომომარაგების სამუშაოების განხორციელების შესახებ“, №1340, 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2301762/