საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1962
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 28/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1962

2012 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ

1. ქ. თბილისში, გმირ-კურსანტთა ქ. №22‑ში მდებარე დევნილთა გან­სახლების ობიექტების სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოების მთლია­ნი ღირებულების თანადაფინანსების (25%) მიზნით, ნება დაერთოს ს აქარ­ თვე­ ლოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირ­ თა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ს , „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს 8 603,97 (რვა ათას ექვსას სამი ლარი და ოთხმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარი საქართველოს ოკუპირებული ტე­რი­ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყო­ფაც­ხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპი­ რებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახ­ ლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ განკარგულების პირველი პუნქ­ ტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში ჩასატარებლად საჭირო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტი­ ვე­ ბული შესყიდვი ს საშუალებით .

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განახორ­ციელოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერი­ტო­რიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტო­ლ­ვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.

პრემიერ-მინისტრი                      ბ . ივანიშვილი