საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა 22 წლიანი ცხოვრების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№216
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 08/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №216

2012 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

ს აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა 22‑წლიანი ცხოვრების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე

1. „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამ­ ტკი­ ცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 გან­ კარ­ გულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევ­ ნილ­ თა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციე­ ლების სამოქმედო გეგმის“შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით,ს აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულე­ ბით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კა­ ნონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი მიმართოს ს აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულე­ ბით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა 22‑წლიანი ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფილმის გადაღებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურე­ბათა სახელმწიფო შესყიდვისათვის.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებუ­ ლი ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათ­ ვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში გა ტარე ბის მიზ­ ნით, სა­ჭირო საქონლისა და მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვები განა­ ხორ­ ციე­ ლოს გამარტივებული შესყიდვი ს საშუალები თ.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განა­ხორ­ციე­ლოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯე­ტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტე­რიტო­რიე­ბი­დან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტო­ლ­ვილ­თა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური