„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №1206 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2520
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2520

2011 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის № 1206 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექ ტე ბის ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრა სტრუქ ტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“საქართვე ლოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის № 1206 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე‑2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 2011-2012 წლებში უზრუნველყოს თეთნულდის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების განხორციელება;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ამ განკარ გულებით 2012 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომსა ხუ რების შესყიდვის დაფინანსება განახორციელოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის“მუხლით განსაზღვ რული ასიგნებებიდან.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს გაითვალისწინოს ამ განკარგულებით 2012 წელს შესასრუ ლებელი სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების განხორ ციელებისათვის აუცილებელი თანხების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამოყოფის საკითხი.“.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური