„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №401 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2478
2011 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №401 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №401 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე‑6 პუნქტები:
„5. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:
ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა უზრუნველყოს 2011-2012 წლებში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურების განხორციელებისათვის დამატებითი სახსრების აუცილებლობის შემთხვევაში მათი დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს გაითვალისწინოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი დამატებითი თანხების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამოყოფის საკითხი.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური