„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის №644 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1839
2014 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის №644 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის №644 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 დეკემბრის №1965 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დამატებით გამოუყოს 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ კაპიტალის გასაზრდელად.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი