„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 ივნისის №1114 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1209
2012 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 ივნისის №1114 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 ივნისის №1114 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „რეგიონული განვითარების პროექტის (იმერეთი)“ ფარგლებში, წყალტუბოს რეაბილიტაციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამოუყოს 3 751 000 (სამი მილიონ შვიდას ორმოცდათერთმეტი ათასი) ლარი შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისათვის“ (შემდგომში – კომპანია) გადასაცემად.
2. კომპანიამ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში უზრუნველყოს ქ. წყალტუბოში შემდეგი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა:
ა) რუსთაველის ქუჩის №15-ში მდებარე ლუდსახარშის შენობის რეაბილიტაცია;
ბ) რუსთაველის ქუჩის №7-ში მდებარე ფოსტის შენობის რეაბილიტაცია;
გ) რუსთაველის ქუჩის №4-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქცია;
დ) რუსთაველის ქუჩის №10-ში მდებარე კაფე „მაგნოლიას“ რეაბილიტაცია;
ე) სანატორიუმ „შახტიორის“ წინ მდებარე შადრევნის რეკონსტრუქცია.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამინისტრომ უზრუნველყოს კომპანიის კაპიტალის გაზრდა 3 751 000 (სამი მილიონ შვიდას ორმოცდათერთმეტი ათასი) ლარით.“.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური