საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№255
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 22/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №255

2013 წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი–ზარიძეები–ჟინვალი საავტომობილო გზის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 10 000 000 (ათი მილიონი) ლარი.

 2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2013-2015 წლებში უზრუნველყოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი–ზარიძეები–ჟინვალი საავტომობილო გზის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2014-2015 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას გაითვალისწინონ ამ განკარგულებით განსაზღვრული, 2014-2015 წლებში განსახორციელებელი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.

პრემიერ-მინისტრი                                                  ბ. ივანიშვილი