საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1462
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 27/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1462

2012 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სა­ ხელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწი­ ნე­ ბუ­ ლი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონ­ დიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში – საქართველოს საავ­ ტო­ მობილო გზების დეპარტამენტ ი) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვ­ნე­ლო­ბის წყალ­ტუ­ბო-ხო­ნის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუ­შა­ო­ების განხორ­ციე­ლების მიზნით გამოუყოს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუ­თასი ათასი) ლა­ რი.

2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა2012–2013 წლებში:

ა) უზრუნველყოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვ­ნე­ლო­ბის წყალტუ­ბო-ხო­ნის საავტომობილო გზის სარეაბი­ლი­­­ტაციო სამუშაოებისა და მათ­თან დაკავშირებული საპროექტო და საზე­და­მხედველო მომსახურების სა­ხელ­მწიფო შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუ­შაოები განახორციელოს დაპროექტების პარალელურ რეჟიმში;

გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონის­ძიე­ბების შეზღუდულ ვადებში შე­უ­ფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულებით გათვალის­წინე­ბული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახუ­რე­ბის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის სა­შუალე­ბით.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს გაი­თვა­ლის­წი­ნონ ამ განკარგულებით განსაზღვრული – 2013 წელს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახუ­რე­ბის სახელმწიფო შეს­ყი­დ­ვის დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.

 

 პრემიერ-მინისტრი                                     ივანე მერაბიშვილი