ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2206
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 11/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2206

2011 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ავ­ტომატური მეტეოროლოგიური სადგურების შესაძენად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯე­ტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართ­ვე­ლოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სახე­ლ­მ­წიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებს გამო­უ­ყოს 61 449 (სამოცდაერთი ათას ოთხას ორმოცდაცხრა) ევროს ეკვივა­ლე­ნ­ტი ლარი, მათ შორის:

     ა) საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეუ­ლე­ბში (ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალი­ტე­­ტებ­ი) სახე­ლმ­წიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას – 29 945 (ოც­­დაცხრა ათას ცხრაას ორმოცდახუთი) ევროს ეკვივალენტი ლარი;

     ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეუ­ლე­ბში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდე­ხის, საგა­რე­ჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სახელმ­წიფო რწმუ­ნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას – 15 752 (თხუ­თ­მეტი ათას შვიდას ორმოცდათორმეტი) ევროს ეკვივალენტი ლარი;

     გ) საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეუ­ლე­ბში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწ­მინ­დის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუ­ბერ­ნა­ტორის ადმინისტრაციას – 15 752 (თხუთმეტი ათას შვიდას ორ­მოც­და­თო­რ­მეტი) ევროს ეკვივალენტი ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარ­გუ­­ლების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონის­ძი­ების შეზ­ღუ­დულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით სა­ხელმ­წიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებმა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საქონლის სახელმ­წიფო შე­ს­ყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუა­ლე­ბით.

 

      

პრემიერ‑მინისტრი                                                                      ნიკა გილაური