ყვარლის ტბის (მდინარე დურუჯთან) დასასვენებელი კომპლექსის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1874
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
ყვარლის ტბის (მდინარე დურუჯთან) დასასვენებელი კომპლექსის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
1. ყვარლის ტბის (მდინარე დურუჯთან) დასასვენებელი კომპლექსის წყალმომარაგების, წყალარინებისა და ჭაბურღილების ბურღვის სამუშაოების განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოუყოს 530 000 (ხუთას ოცდაათი ათასი) ლარი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის“ გადასაცემად.
2. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის“ თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე, 69-ე მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოს „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება კომპანიასთან. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხების ხარჯვის შესახებ თითოეული გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური