ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№432
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 07/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №432

2012 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურების განბაჟების, სამონტაჟო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებს გამოუყოს 55 000 (ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში (ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას – 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარი;

ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას – 16 500 (თექვსმეტი ათას ხუთასი) ლარი;

გ) საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას – 11 500 (თერთმეტი ათას ხუთასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებმა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 პრემიერ-მინისტრი                                                           ნ. გილაური