საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №369
2012 წლის 29 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე
1. კახეთის რეგიონში ტურისტული და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე ტურიზმის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ა(ა)იპ – კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს გადაურიცხოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი.
2. დაევალოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხის ფარგლებში ა(ა)იპ – კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს მიერ თითოეულ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის, ყოველი კვარტალის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ა(ა)იპ – კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოსათვის გადარიცხული თანხები ასახოს, როგორც შესაბამისი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებისათვის გადარიცხული ტრანსფერები.
4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ – კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.02.2012.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“?
- „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“ მიღებულია 29.02.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №369. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.02.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე“, №369, 29.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2280999/