საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1118
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 26/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1118

2013 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

1.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებამდე მისაყვანი წყალსადენისა და წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოუყოს 6 893 824 (ექვსი მილიონ რვაას ოთხმოცდაცამეტი ათას რვაას ოცდაოთხი) ლარი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული წყალსადენისა და წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3.ამ განკარგულებით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვის პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე, 69-ე მუხლების შესაბამისად, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ გააფორმოს „თანხის გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

4.შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ბ. ივანიშვილი