საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1251
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 25/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1251

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

     1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მშენებლობასთან დაკავში­რე­­ბით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სა­­­ხელმ­წი­ფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინე­ბუ­ლი საქარ­თველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონ­დიდან გამოყოს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი, მათ შორის:

     ა) 4 750 000 (ოთხი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი – სა­ქარ­თველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმა­რე­ბის სა­კითხთა სამინისტროსათვის საპროექტო სამუშაოებისა და მშენებლობასთან დაკავ­შირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით;

     ბ) 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი – საქართველოს რეგიო­ნუ­ლი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის წყალმომარა­გე­ბის სამუშაოების განხორციელების მიზნით შპს „საქართველოს გაერთია­ნე­ბული წყალ­­მომარაგების კომპანიისათვის“ (კაპიტალის გა­ზრ­დისათვის) გა­­და­სა­ცე­მად.

       2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალის­წი­ნებული თანხის გადარიცხვის პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით სა­ქარ­თველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტ­რომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირ­­ველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე, 69-ე მუხლების შესაბამისად, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ გაა­ფორ­მოს „თანხის გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრუ­ლე­ბა.

     3. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ უზ­­რუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქ­ტუ­რის სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარ­ჯ­ვის შესახებ, გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ, სამი­ნის­ტროს მოთხოვნის შესაბამისად.

      

   პრემიერ-მინისტრი                              ნიკა გილაური